ERTOBA Wellness Music Festival - 13-14 სექტემბერს!
სიხარულით გატყობინებთ, რომ უკვე მეორედ, შარშანდელის მსგავსად, წელსაც ვუბრუნდებით ERTOBA-ს ჩვენი ორდღიანი ველნეს ფესტივალით, რომლის ორგანიზატორიცაა BETA Event Production-ი მეგობრებთან ერთად ასურეთის „ჯიფსი ვილიჯში“.
წელსაც ფესტივალი დაიწყება ველნეს პროგრამით და შემეცნებითი ვორქშოპებით, საღამოობით კი გაგრძელდება მუსიკალური პროგრამებით.
მობრძანდით და აღნიშნეთ ეს მოგზაურობა ჩვენთან ერთად - დამეგობრდით, ისწავლეთ და გააღვიძეთ თქვენი სული ERTOBA-ში. ისიამოვნეთ ცოცხალი მუსიკით, ხელოვნებით, საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარებით, რომლებიც შექმნილია თქვენი გონების, სხეულისა და სულის გასაძლიერებლად.
ეს უფრო მეტია, ვიდრე ფესტივალი - აქ მთავარია კავშირების გაღრმავება, შემოქმედებითი ძალების გაერთიანება, სიყვარული, თანამონაწილეობა და კოლაბორაცია.
შემოუერთდით ჩვენს მყუდრო გარემოს, გახდით ჩვენი თემის წევრი და კიდევ ერთხელ იცეკვეთ BETA-ს დინებაში.
შემოგვიერთდით ERTOBA-ს ორ დღიან მოგზაურობაში!
ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს შეგიძლიათ ასევე დაჯავშნოთ სპეციალური გლემფინგის ტიპის კარვები და საცხოვრბელი კონტეინერები. ადგილები შეზღუდულია.
ბილეთები:
13 სექტებერი - 100₾ (აქტიურია დღის 2 საათიდან დილის 9 საათამდე)
14 სექტემბერი - 70₾ (აქტიურია დილის 9 საათიდან ფესტივალის დახურვამდე)
13-14 სექტემბერი - 150₾
დასარჩენი სახლების დასაჯავშნათ მიმართეთ ქვემოთ მითითებულ ბმულს: