ეროვნული სიმფონიური ორკესტრი: ვაგნერი და ჩაიკოვსკი
შემსრულებლები:
ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
კახი სოლომნიშვილი, დირიჟორი
ნატალია ქუთათელაძე, მეცო-სოპრანო
პროგრამა:
რიხარდ ვაგნერი - ოპერა „ლოენგრინის“ შესავალი პირველი აქტისთვის
რიხარდ ვაგნერი - Wesendonck Songs
პიოტრ ჩაიკოვსკი - სიმფონია N6 „პათეტიკური“, სი მინორი, თხზ.74
პარტნიორი: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
პროექტის გენერალური მხარდამჭერი - ქალაქ თბილისის მერია
ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარდამჭერები: ხელოვანთა გაერთიანება
კონცეპტArt და კომპანია „ბადაგონი“
საინფორმაციო მხარდამჭერები: მედია ჰოლდინგი „პალიტრა“, რადიო ჰოლდინგი
„ფორტუნა“, საინფორმაციო ცენტრი 118-08
ეროვნული სიმფონიური ორკესტრი: ვაგნერი და ჩაიკოვსკი
2024 წლის 24 აპრილს, 20:00 საათზე სსიპ საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის კონცერტს.
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია — საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.