შემსრულებლები:
ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
გუგა ცინცაძე, დირიჟორი
თათა მახარაძე, ფორტეპიანო
პროგრამა:
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი - უვერტიურა „კორიოლანი“ დო მინორი, თხზ.62
ედვარდ გრიგი - საფორტეპიანო კონცერტი ლა მინორი, თხზ.16
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი - სიმფონია N4 სი ბემოლ მაჟორი, თხზ.60
პარტნიორი: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროექტის გენერალური მხარდამჭერი - ქალაქ თბილისის მერია ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარდამჭერები: ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt და კომპანია „ბადაგონი“
საინფორმაციო მხარდამჭერები: მედია ჰოლდინგი „პალიტრა“, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, საინფორმაციო ცენტრი 118-08
2024 წლის 11 აპრილს, 20:00 საათზე სსიპ საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის კონცერტს.
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია — საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.