მენიუ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი დღეს გამოფენა „საქართველოს კურორტები“ გაიხსნა.
ეროვნული არქივის ფოტოკოლექციიდან ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 1920-2000-იან წლებში გადაღებული საქართველოს სხვადასხვა კურორტი, როგორც დღემდე მოქმედი და პოპულარული, ისე ნაკლებად ცნობილი; როგორც ზღვისპირა, ისე მთის, ბალნეოლოგიური და სხვა. ფოტოები ასახავს ჩვენი ქვეყნის ულამაზეს ბუნებას, კავკასიონის მთებსა და შავიზღვისპირეთის განუმეორებელ პანორამებს.