ახალი თვე, ახალი ბენდი!
გაიცანით ერიკ პერსონის კვარტეტი, ნოემბრის “რეზიდენტ ბენდი“!
ერიკ პერსონი — ცნობილი საქსოფონისტი, კომპოზიტორი და ბენდლიდერი, რომლის კარიერა ოთხ ათეულ წელზე მეტს მოიცავს. სენტ-ლუისიდან ნიუ-იორკში 1982 წელს გადასვლის შემდეგ მან მალე დაიმკვიდრა ადგილი თანამედროვე ჯაზის სცენაზე. პერსონს უმუშავია ჯაზის ისეთ ლეგენდებთან, როგორებიც არიან დეივ ჰოლანდი, მაკკოი ტაინერი, ჩიკო ჰამილტონი, ჯონ ჰიქსი და ჰიუსტონ პერსონი, ასევე ჟანრობრივად განსხვავებულ არტისტებთან — ვერნონ რიდთან, რონალდ შენონ ჯექსონთან, უილ კალჰაუნთან და ბენ ჰარპერთან. იგი ხელმძღვანელობს ერიკ პერსონის კვარტეტს, Trio-kinesis-სა და Eric Person Big Band-ს და საკუთარი სახელით 13 ალბომი აქვს გამოცემული. მისი უახლესი ნამუშევარია 2026 წელს გამოსული Extra Pressure — 25th Anniversary Edition. პერსონი ასევე აქტიურად არის ჩართული მუსიკალურ განათლებაში და ბარდის კოლეჯში საქსოფონს ასწავლის.
ჯორჯ გრეი — დრამერი და პერკუსიონისტი ბალტიმორიდან, რომელიც ნიუ-იორკში მოღვაწეობს. მას დაუკრავს Earth, Wind & Fire-თან, Stevie Wonder-თან, Deniece Williams-თან, Stephanie Mills-თან და Cassandra Wilson-თან.
ჯულიუს ჩენი — ბრუკლინში დაბადებული პიანისტი და კლავიშისტი, რომელიც ნიუ-იორკის ცნობილ ჯაზ-სცენებზე გამოდის და დაუკრავს Bill Saxton-თან, Wycliffe Gordon-თან და Christian McBride-თან.
ჯოზეფ ლეპორე — ნიუ-იორკში დაბადებული, იტალიაში გაზრდილი ბასისტი, რომელმაც კარიერა რომში დაიწყო და მოგვიანებით ნიუ-იორკის ჯაზის სცენაზე დამკვიდრდა. მას დაუკრავს Greg Osby-სა და Marc Copland-თან და 2010 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი Journal.
ერიკ პერსონი — საქსოფონი / ფლეიტა
ჯულიუს ჩენი — ფორტეპიანო
ჯოზეფ ლეპორე — ბასი
ჯეისონ ტიმანი — დრამი
კარი იღება – 21:00
დასაწყისი – 22:00
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე.
TBC Concept - თიბისი კონცეპტი - ს VISA ბარათის და VISA signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
Tatuza Jazz Club Telegraph-ში ქართული ჯაზის ცხოვრებას ანიჭებს ინტიმურ და დინამიკურ გარემოს.
კლუბს სახელი მიენიჭა გარდაცვლილი ჯაზის ლეგენდის, თამაზ ქურაშვილის პატივსაცემად და დღეს ის ჯაზის მოყვარულთა ცოცხალი სივრცეა.