🎶 10 ივლისს, ქ. ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე გაიმართება ODA Fest-ის საზეიმო გახსნა ანსამბლ „ოდას“ სოლო კონცერტით.
საღამოს წარუძღვება ცნობილი ქართველი მსახიობი ჯანო იზორია. პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ქართული ხალხური, ქალაქური და ნეაპოლიტანური სიმღერები, ასევე ანსამბლის ახალი სიმღერის — „კინო პოპურის“ პრემიერა შედგება.
კონცერტის შემდეგ სტუმრებს DJ-ის ელექტრონული მუსიკა და გრანდიოზული ფეიერვერკი ელოდებათ.
ფესტივალის განმავლობაში ტერიტორიაზე იმუშავებს ბარი, ბუნგალოები, კვების ზონები, ნაყინისა და გამაგრილებელი სასმელების სივრცეები. სტუმრების კომფორტისთვის ხელმისაწვდომი იქნება შეზლონგები, ქოლგები და საშხაპეები.
ODA Fest არის ადგილი, სადაც მუსიკა, ზღვა, დასვენება და გართობა ერთიანდება.
✨ გელოდებით ODA Fest-ზე! ✨
12 წლამდე ბავშვების დაშვება უფასოა.
ფოთი — ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. მდებარეობს მდინარე რიონის შესართავთან, შავი ზღვის სანაპიროზე. ფოთში მდებარეობს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უდიდესი одноименный პორტი. ქალაქი ფოთი დაარსდა ანტიკური ბერძნული ქალაქის — მილეტელთა კოლონიის, ფასისის — ადგილას.