ყოველ ხუთშაბათს, 19:00-დან 20:30 საათამდე, გელით “ბექას სკოლის" უფასო English Language Club-ში!
კლუბის მიზანია:
ინგლისურის ენის ცოდნის ამაღლება და დახვეწა
არსებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება
ახალი სიტყვების სწავლა არაფორმალურ გარემოში
Listening და Speaking უნარების განვითარება.
თითოეული შეხვედრისთვის, ივენთის მასპინძლების მიერ შეირჩევა სასაუბრო თემა მოგზაურობის თემატიკაზე, რის გარშემოც წარიმართება არაფორმალური დისკუსია, სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით. ვისაუბრებთ მოგზაურობის სხვადასხვა გზების შესახებ, უცხო ქვეყნების კულტურაზე, ხელოვნებაზე, ისტორიასა და გასტრონომიაზე.
კლუბი ასევე მიზნად ისახავს ადგილობრივების მოტივირებას მოინახულონ საინტერესო ადგილები საკუთარ ქალაქში. სწორად ამიტომ კლუბის ფარგლებში დავგეგმავთ ყოველთვიურ ლაშქრობებს, რომელიც ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის.
შენს არსებულ ინგლისურის დონეს არ აქვს მნიშვნელობა
ასაკი: 18+