27 აგვისტოს Black Sea Arena-ის ეზოში მდებარე Front Stage ავსტრალიურ მუსიკალურ პროექტს Empire of the Sun უმასპინძლებს
Luke Steele და Nick Littlemore-ს მიერ შექმნილი დუეტი პირველად 2008 წელს, სადებიუტო ალბომით Walking on a Dream გამოჩნდა და მსმენელთა გული მაშინვე დაიპყრო. კომპოზიციები Walking on a Dream და We Are the People მათი წარმატების მხოლოდ საწყისი იყო - თეატრალური წარმოდგენებით და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრების საინტერესო შეზავებით Empire of the Sun დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.
3 წარმატებული ალბომის შემდეგ Empire of the Sun შარშან ახალი სტუდიური ჩანაწერით Ask That God დაგვიბრუნდა და მსოფლიო ტურნეც დაიწყო.
Glastonbury, Coachella, Lollapalooza და სხვა მასშტაბური ფესტივალების შემდეგ საქართველოს ჯერიც დადგა და ძალიან გვიხარია, რომ ქართველ მსმენელთან მათი პირველი შეხვედრა Front Stage-ზე შედგება.
ბილეთების Pre Sale მხოლოდ Starring Card-ის მფლობელებისთვის | 13 მარტი 10:00 საათიდან
ბილეთების გაყიდვა | 14 მარტი 10:00 საათიდან
მიიღე იმპერიული გამოცდილება, რომელიც სულ თან გაგყვება. პირველად საქართველოში გაქვს შესაძლებლობა შეხვდე არტისტს პირისპირ, გადაიღო მასთან ფოტო და მიიღო სამახსოვრო საჩუქრები. ამისთვის უბრალოდ აირჩიე სასურველი გამოცდილების პაკეტი:
Empyrean Super VIP გამოცდილების პაკეტი მოიცავს:
● ბილეთს, ვენიუზე ადრეული შესვლის უფლებით და ღონისძიების ჰოსთის მასპინძლობით,
● ექსკლუზიური ფოტოს გადაღების შესაძლებლობას Luke Steele-თან,
● იმპერიული ლაუნჯის მოსაწვევს ღონისძიების დაწყებამდე, სადაც დაგხვდებათ:
o ბენდის საარქივო რელიკვიებისა და წარმოდგენების გამოფენა;
o Ask That God ალბომით შთაგონებული ფოტო ზონა;
o იმპერიული აპეტაიზერები და ბარი, ექსკლუზიური კოქტეილების მენიუთი.
● ექსკლუზიური Empire of the Sun-ის ჩანთას, სადაც მოთავსებულია:
o Ask That God -ის ლიმიტირებული, ხელმოწერილი ვინილი და ტურის პოსტერი;
o ექსკლუზიური VIP ბეიჯი და მერჩი.
Ask That God გამოცდილების პაკეტი მოიცავს:
● ბილეთს, ვენიუზე ადრეული შესვლის უფლებით და ღონისძიების ჰოსთის მასპინძლობით,
● იმპერიული ლაუნჯის მოსაწვევს ღონისძიების დაწყებამდე, სადაც დაგხვდებათ:
o ბენდის საარქივო რელიკვიებისა და წარმოდგენების გამოფენა;
o Ask That God ალბომით შთაგონებული ფოტო ზონა;
o იმპერიული აპეტაიზერები და ბარი, ექსკლუზიური კოქტეილების მენიუთი.
● ექსკლუზიური Empire of the Sun-ის ჩანთას, სადაც მოთავსებულია:
o Ask That God -ის ლიმიტირებული, ხელმოწერილი ვინილი და ტურის პოსტერი;
o ექსკლუზიური VIP ბეიჯი და მერჩი.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, Starring Georgia გრძელდება. უცვლელი რჩება ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანი: ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას.
ღონისძიებაზე დასასწრებად 6 წლიდან ზემოთ ნებისმიერი ასაკის ადამიანს ესაჭიროება ბილეთი.