Empire Of The Sun თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
Empire Of The Sun
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

27.08.2025
ოთხშაბათი
21:00

აღწერა

27 აგვისტოს Black Sea Arena-ის ეზოში მდებარე Front Stage ავსტრალიურ მუსიკალურ პროექტს Empire of the Sun უმასპინძლებს 

Luke Steele და Nick Littlemore-ს მიერ შექმნილი დუეტი პირველად 2008 წელს, სადებიუტო ალბომით Walking on a Dream გამოჩნდა და მსმენელთა გული მაშინვე დაიპყრო. კომპოზიციები Walking on a Dream და We Are the People მათი წარმატების მხოლოდ საწყისი იყო - თეატრალური წარმოდგენებით და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრების საინტერესო შეზავებით Empire of the Sun დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.

3 წარმატებული ალბომის შემდეგ Empire of the Sun შარშან ახალი სტუდიური ჩანაწერით Ask That God დაგვიბრუნდა და მსოფლიო ტურნეც დაიწყო.

Glastonbury, Coachella, Lollapalooza და სხვა მასშტაბური ფესტივალების შემდეგ საქართველოს ჯერიც დადგა და ძალიან გვიხარია, რომ ქართველ მსმენელთან მათი პირველი შეხვედრა Front Stage-ზე შედგება.

ფოტო და ვიდეო

Empire Of The Sun

ადგილი

Black Sea Arena
შავი ზღვის რეგიონის ყველაზე უნიკალური არენა და მთავარი სცენა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება