💡 21 მაისს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ფსიქოლოგ, ფსიქოთერაპევტ თეა გოგოტიშვილთან თემაზე: „ემოციური ინტელექტი ექიმებისთვის"
👉 თანამედროვე მედიცინაში პროფესიული ცოდნა საკმარისი აღარ არის, პაციენტთან ურთიერთობა თავად ხდება მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილი. კვლევები აჩვენებს, რომ ემოციური ინტელექტი ხშირად უფრო დიდ როლს თამაშობს, ვიდრე მხოლოდ კოგნიტური შესაძლებლობები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ნდობას, კომუნიკაციასა და სამკურნალო პროცესის ეფექტიანობას.
ლექციის ფარგლებში განხილული იქნება:
🔹 ემოციური ინტელექტის როლი მედიცინაში
🔹 როგორ მოქმედებს კომუნიკაცია პაციენტის მდგომარეობასა და მკურნალობის პროცესზე
🔹 ემოციების ამოცნობა და რეგულაცია პროფესიულ გარემოში
🔹 ეფექტური ურთიერთობის ჩამოყალიბების პრინციპები
შეხვედრა იქნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ გამოყენებითი ფსიქოლოგიის ინსტრუმენტებსა და სავარჯიშოებს, რომლებიც უშუალოდ გამოიყენება ყოველდღიურ სამედიცინო პრაქტიკაში.
🤝 შეხვედრის პარტნიორი - ავერსი ფარმა - Aversi Pharma
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი