Emmanule Jal თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Emmanule Jal

Emmanule Jal

Emmanule Jal
ძველი ბულვარი, ნინოსშვილის ქ. (ბათუმი)
ბილეთის ფასი
დან60
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

24.07.2026
პარასკევი
23:59
60

აღწერა

24 ივლისს - Tropicos ბათუმში - აფო-ჰაუს მუსიკის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული არტისტი - Emmanuel Jal დაუკრავს.

 

ემანუელ ჯალმა (Emmanuel Jal) ორი ათწლეული მიუძღვნა მუსიკის, როგორც ტრანსფორმაციის ძალის, გამოყენებას. ამჟამად ნაირობისა და ტორონტოს შორის მოღვაწე ჯალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი Afro House და Afro Tech არტისტია, რომელიც ცნობილია საცეკვაო მოედნების განსაკუთრებული ავთენტურობითა და გადამდები პოზიტივით გამდიდრებით. მის შთამბეჭდავ მუსიკალურ კატალოგში შედის შვიდი სტუდიური ალბომი, კანადური მუსიკალური პრემია Juno-ს ორი ნომინაცია და ისეთი მასშტაბური საკლუბო ჰიტები, როგორებიცაა „Gorah“ (რომელიც დიპლოს (Diplo) ლეიბლზე Higher Ground გამოიცა) და იკონური „Kuar“ ჰენრიკ შვარცთან (Henrik Schwarz) ერთად. შთამბეჭდავი ცოცხალი გამოსვლების წყალობით, ჯალმა დაამშვენა ისეთი ლეგენდარული სცენები, როგორებიცაა Coachella, Glastonbury, Ushuaïa Dubai და ნელსონ მანდელას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი, ამასთანავე, ის თანამშრომლობდა ისეთ იკონურ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან პიტერ გებრიელი, ნაილ როჯერსი და ალიშა ქიზი.

 

ჯალის სამშვიდობო გზავნილი მისი დინამიკური დიჯეი სეტებისა და ცოცხალი გამოსვლების ფარგლებს სცილდება და ღრმა აქტივიზმსა და მეწარმეობაში გადადის. ის არის საქველმოქმედო ორგანიზაცია Gua Africa-ს დამფუძნებელი, რომელიც აღმოსავლეთ აფრიკაში ომისა და სიღარიბისგან დაზარალებულებს ეხმარება. საკუთარი არაჩვეულებრივი ცხოვრებისეული ისტორია მან ფართო აუდიტორიას გაუზიარა პოპულარული TED Talk-ით, წიგნებით Warchild და My Life is Art, ასევე რიზ უიზერსპუნთან ერთად შესრულებული როლით მთავარ მხატვრულ ფილმში „კეთილი ტყუილი“ (The Good Lie). ელექტრონული ჰიტების გამოშვება იქნება ეს, ჰუმანიტარული პროექტების სათავეში დგომა თუ სუპერპროდუქტების საკუთარი ბრენდის, Jal Gua-ს გაშვება, ემანუელ ჯალი თავისი შეუპოვარი და უნიკალური სულით კვლავინდებურად აგრძელებს სხვადასხვა ჟანრებისა და კულტურების ერთმანეთთან დაკავშირებას.

 კარის გახსნა: 00:45

 

ასაკობრივი შეზღუდვა 18+

ფოტო და ვიდეო

Emmanule Jal

ადგილი

MONO HALL Batumi

მულტიფუნქციური სივრცე ბათუმში. MONO HALL-ის ფილიალი თბილისში.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება