დასახელება - ეკა მამალაძე და თბილისის სიმფონიური ორკესტრი
2025 წლის 4 მაისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-10 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ცნობილი ქართველი მომღერლის - ეკა მამალაძის კონცერტი თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, რომელსაც უდირიჟორებს მაესტრო ვახტანგ კახიძე. კონცერტში ასევე მიიღებს მონაწილეობას მომღერალი დავით ნოზაძე. შესრულებული იქნება სხვადასხვა დროის ქართველ კომპოზიტორთა პოპულარული სიმღერები.