როგორ გავლენას ახდენს გადაუჭრელი კონფლიქტები წარსულში დღევანდელ ურთიერთობებზე?
19 მარტს (ოთხშაბათს) კინოკლუბის შეხვედრაზე ვუყურებთ აზაზელ ჯეიკობსის კამერულ დრამას „მისი სამი ქალიშვილი“ და ვსაუბრობთ ოჯახის ტრავმების გადალახვაზე.
ფილმის შესახებ:
„მისი სამი ქალიშვილი“ – ეს არის სამი დის ისტორია, რომლებიც იკრიბებიან ნიუ-იორკის ბინაში, რათა თავიანთ მომაკვდავ მამასთან მისი უკანასკნელი დღეები გაატარონ. თითოეულ მათგანს განსხვავებული ხასიათი და ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, რაც მათ შორის დაძაბულ და ემოციურად დატვირთულ ურთიერთობებს ქმნის. ფილმი იკვლევს ოჯახის, დისერთობისა და ხანგრძლივი განშორების შემდეგ აღდგენის სირთულეებს.
კინოკლუბს უძღვება პატრატია ოლესია – ეგზისტენციალური ფსიქოლოგი, ტრავმათერაპევტი, ჯგუფების წამყვანი.