𝐋𝐨𝐢𝐚𝐥𝐭𝐞 𝐀𝐜𝐚𝐝𝐞𝐦𝐲-ში ტრენინგზე „ეფექტური კომუნიკაცია“ რეგისტრაცია დაიწყო.
თანამედროვე პროფესიულ გარემოში კომუნიკაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც განსაზღვრავს შედეგს, იქნება ეს იდეის წარდგენა, მოლაპარაკება თუ კლიენტთან ურთიერთობა.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ გააძლიერონ საკომუნიკაციო უნარები და ისწავლონ, როგორ გამოიყენონ კომუნიკაცია შედეგის მისაღწევად.
ტრენინგს გაუძღვება გიორგი კალატოზიშვილი - რეპუტაციის მართვის კომპანია „მაინდერის“ დამფუძნებელი და პრაქტიკოსი კონსულტანტი მრავალწლიანი გამოცდილებით.
ტრენინგის დროს განვიხილავთ:
ეფექტური კომუნიკაციის პრინციპებს
აუდიტორიაზე გავლენის ზრდის ტექნიკებს
შედეგზე ორიენტირებულ კომუნიკაციას
კონფლიქტური და კონფრონტაციული სიტუაციების მართვას
ეფექტური მოლაპარაკებების სტრატეგიებს
სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვასა და მართვას
ტრენინგი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც პროფესიულ საქმიანობაში უწევს იდეების, პროდუქტების ან მომსახურების ეფექტურად წარდგენა და კომუნიკაცია სხვადასხვა აუდიტორიასთან.
კერძოდ: ხელმძღვანელი პირებისთვის, კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი პირებისთვის, გაყიდვებზე პასუხისმგებელი პირებისთვის, მოლაპარაკებებში ჩართული პირებისთვის, ყველა ტიპის ორგანიზაციის სპიკერებისთვის, პრეზენტატორებისთვის.
განრიგი (სულ 2 შეხვედრა):
შეხვედრის ხანგრძლივობა - 6სთ, 2 შეხვედრა
განრიგი:
16/5/2026 – 11:00 – 18:00
17/5/2026 – 11:00 – 18:00
სტანდარტულად კურსის ღირებულებაა 850 ლარი, თუმცა საიტზე ყიდვის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.