შემეცნებითი ტური „გალაკტიონის აივნიდან" თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
შემეცნებითი ტური „გალაკტიონის აივნიდან

შემეცნებითი ტური „გალაკტიონის აივნიდან"

შემეცნებითი ტური „გალაკტიონის აივნიდან"
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან10 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

30.10.2026
პარასკევი
12:00
10 ₾

აღწერა

ალბათ გისეირნიათ ჟორესის ქუჩაზე და გალაკტიონის აივნისთვისაც შეგივლიათ თვალი… 


შემეცნებითი ტური „გალაკტიონის აივნიდან“ კომბინირებული ტიპის საგანმანათლებლოშემეცნებითი აქტივობაა, რომელიც მუზეუმში იწყება და საფეხმავლო ტურით მუზეუმს გარეთ გრძელდება. 


ტურის მიზანია მონაწილეებს გალაკტიონ ტაბიძის ჩანაწერებში შემონახული თბილისი გააცნოს. პოეტის აივნიდან დანახული ყოფილი ჟორესის, ამჟამად მარჯანიშვილის ქუჩა იმ შენობათა ისტორიებით გააცოცხლოს, რომელთაც უშუალოდ უკავშირდებოდა გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრება. როგორ შეიცვალა ათწლეულების წინანდელი თბილისის ეს კონკრეტული უბანი და როგორი იყო ის გალაკტიონის დროს მოგიყვებით ჩვენს შემეცნებით ტურში „გალაკტიონის აივნიდან“. 


მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ჯგუფურად 

• მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა: 5 

• მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15 

• ასაკობრივი ჯგუფი: 12 წლიდან 

• ხანგრძლივობა: 90 წუთი 

• პარასკევი: 12:00 საათი 

• ქ. თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. N4 

• ღირებულება: 10 ლარი 

 

საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი - 551 51 49 42 

 

გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი

ღონისძიებები ტარდება ქართულ ენაზე

ფოტო და ვიდეო

შემეცნებითი ტური „გალაკტიონის აივნიდან

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება