ალბათ გისეირნიათ ჟორესის ქუჩაზე და გალაკტიონის აივნისთვისაც შეგივლიათ თვალი…
შემეცნებითი ტური „გალაკტიონის აივნიდან“ კომბინირებული ტიპის საგანმანათლებლოშემეცნებითი აქტივობაა, რომელიც მუზეუმში იწყება და საფეხმავლო ტურით მუზეუმს გარეთ გრძელდება.
ტურის მიზანია მონაწილეებს გალაკტიონ ტაბიძის ჩანაწერებში შემონახული თბილისი გააცნოს. პოეტის აივნიდან დანახული ყოფილი ჟორესის, ამჟამად მარჯანიშვილის ქუჩა იმ შენობათა ისტორიებით გააცოცხლოს, რომელთაც უშუალოდ უკავშირდებოდა გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრება. როგორ შეიცვალა ათწლეულების წინანდელი თბილისის ეს კონკრეტული უბანი და როგორი იყო ის გალაკტიონის დროს მოგიყვებით ჩვენს შემეცნებით ტურში „გალაკტიონის აივნიდან“.