საპნის დამზადების შემეცნებითი და სახალისო ვორქშოპი ბავშვებისთვის თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
საპნის დამზადების შემეცნებითი და სახალისო ვორქშოპი ბავშვებისთვის

საპნის დამზადების შემეცნებითი და სახალისო ვორქშოპი ბავშვებისთვის

საპნის დამზადების შემეცნებითი და სახალისო ვორქშოპი ბავშვებისთვის
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან55 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

შაბათს 15:00 საათზე შემოქმედებითი სახელოსნო ,,ცეში”” საპნის დამზადების შემეცნებით ვორქშოპებზე პატარებს უმასპინძლებს მისამართზე გ.ახვლედიანის 25 (ყოფილი პეროვსკაია).
 

პროგრამის ფარგლებში პატარები შეარჩევენ სასურველ ფორმებს: სტიჩის, ლაბუბუს, მარწყვებს, გულებს, დათუჩებსა და ა.შ.

საპონს სურნელითა და ფერებით საკუთარი გემოვმებით შეაზავებენ , ნაშრომებს კი საჩუქრად წაიღებენ.
საპნის შრობის პარალელურად მოისმენენ საპნის წარმოშობის ისტორიას, მოხატავენ დეკორატიულ სკულპტურებს.

მასტერკლასი შემეცნებითია . პატარებში აღძვრავს შინაგან ინტერესსა და ეხმარება ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში , ასევე ემსახურება დამოუკიდებლად მუშაობის, გადაწყვეტილებების მიღების, შემოქმედებითი უნარების , მოტორიკის განვითარებას❤️
 

რაც მთავარია, შეიძენს ახალ, შემოქმედებით მეგობრებს.

 

5 წლამდე ბავშვის სტუმრობისას აუცილებელია მშობლის დასწრება.

ფოტო და ვიდეო

საპნის დამზადების შემეცნებითი და სახალისო ვორქშოპი ბავშვებისთვის

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება