ქართველი პიანისტის, ედიშერ სავიცკის კარიერა, სავსეა კრიტიკოსთა არაჩვეულრებრივი გამოხმაურებებით: "ედიშერ სავიცკის თითოეული პასაჟი და შიშისმომგვრელი აკორდი ისე გამოეფინებოდა ჰაერში, რომ ნათელი იყო, მართლაც რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა.
ჩვენ იღბლიანი ვიქნებით, ახლო მომავალში თუ მოვისმენთ სკრიაბინის ისეთ შესრულებას, რომელიც თავისი სიძლიერით მიახლოვებული მაინც იქნება იმასთან, რაც სავიცკიმ შემოგვთავაზა"(Jack Walton, South Bend Tribune). ედიშერ სავიცკის ფორტეპიანო დაკვრის დროს თითქოს ლოცულობს, ტირის და გადმოსცემს მხიარულ ბგერებს.; ეს საოცარი ქართველი თითქოს ცისკენ მიგვაქროლებს! "(Hanuh Ron, Yediot Akhronot, ისრაელი).