6 დეკემბერს გეპატიჟებით კონსერვატორიის დიდ დარბაზში, უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტის, ალაბამას უნივერსიტეტის პროფესორის, თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის, Yamaha-ს პირველი ქართველი არტისტის- ედიშერ სავიცკის საიუბილეო კონცერტზე.
საკონცერტო პროგრამა:
იოჰანეს ბრამსი - ოთხი ბალადა, თხზ. 10
ლ. ვან ბეთჰოვენი - სონატა No.32, თხზ. 111, დო მინორი
ფრედერიკ შოპენი - სონატა No.3, თხზ. 58, სი მინორი