ედგარ დეგა — იმ მხატვრებს შორის არის, რომელთა ნამუშევრებმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინა და მთელი თაობა შთააგონა.
იმპრესიониსტები ქმნიდნენ ხელოვნებას ცვლილებებისა და აღმოჩენების ეპოქაში, ამიტომაც დეგას შემოქმედება მთლიანად მოძრაობას ეძღვნება. ქუჩის სცენები, ცხენოსნობა თუ ელეგანტური ბალერინები — დეგა მუდამ ცდილობდა დაეფიქსირებინა დინამიკა და რეალობის მყისიერება, ფუნჯის მოძრაობით ისე ზუსტად, თითქოს ფოტო გადაეღო.
ლექციაზე ვისაუბრებთ მის ცხოვრებაზე და შემოქმედებაზე, ურთიერთობებზე და კონფლიქტებზე თანამედროვეებთან, ასევე გავიგებთ ფოტოგრაფიისა და იაპონური გრავიურის გავლენის შესახებ, რომელმაც მისი უნიკალური სტილი ჩამოაყალიბა.
