"ედელვაისებს" ივა ფეზუაშვილის ახალი წიგნის კითხვა/წარდგენა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა

"ედელვაისებს" ივა ფეზუაშვილის ახალი წიგნის კითხვა/წარდგენა

"ედელვაისებს" ივა ფეზუაშვილის ახალი წიგნის კითხვა/წარდგენა
16 Geronti Kikodze St., Tbilisi
advertising
ქართული

აღწერა

 12 ოქტომბერს, 19:00 საათზე, „ეზოში“ (გერონტი ქიქოძის #16) ივა ფეზუაშვილის ახალი წიგნის კითხვა/წარდგენა გაიმართება.

წიგნიდან ამონარიდებს წაიკითხავენ მსახიობები: გიგა დათიაშვილი, მარიამ ღვინიანიძე, ირაკლი კვირიკაძე | წიგნზე ისაუბრებს რედაქტორი, მაშო სამადაშვილი | ხანგრძლივობა: 1 საათი.

▪️ ივა ფეზუაშვილის ახალი რომანი „ედელვაისებს“ სასიყვარულო წერილია. წერილი, რომლის მთავარი ადრესატები ლიტერატურა, სამშობლო და შეყვარებული არიან.

▪️ ავტორი თანამედროვე სამყაროში მიმდინარე რთულ პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს ახალგაზრდა მწერალი კაცის პერსპექტივიდან გვიყვება.

▪️ უსახელო პროტაგონისტი ევროპაში მოგზაურობს, მისი წიგნები სხვადასხვა ენაზე ითარგმნება და გამოიცემა – ერთი შეხედვით, კარიერულად ყველაფერი კარგად მისდის, თუმცა პირად ცხოვრებაში ვერც ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან თავისუფლდება და ვერც საკუთარი ქვეყნის ბედისგან თავის დაღწევას ახერხებს. გამოსავალის ძიებაში მყოფი, დაუსრულებლად ერთი ქალაქიდან მეორეში გარბის და პასუხების პოვნის ნაცვლად, სულ უფრო მეტ შეკითხვას სვამს: როგორი უნდა იყოს ჩვენი დროის მწერალი? ქვეყნიდან წასვლა, მხოლოდ წასვლაა, თუ გაქცევა? და თუ გაიქეცი, შეძლებ თუ არა მათთან დაბრუნებას, ვისაც გული ბევრჯერ ატკინე? და მთავარი:

შეიძლება სამშობლოს სიყვარულით დაიღალო?

ნაწყვეტი წიგნიდან: „და თუ ციებაა, რატომ არ შეიძლება რომ კარი შემომიღო, დივანზე მომიწვე და საიდანღაც „ო, ტანენბაუმ“ ისმოდეს? ცხოვრებაში ერთი შობა ხომ მაინც უნდა იყოს ჯადოსნური? რანაირი სამართალია, რომ კაცს იმდენი შანსი არ ეძლევა, რამდენიც სჭირდება და ორჯერ, სამჯერ და გინდაც ოთხჯერ შემცდარს უკან მობრუნების აღარც პირი აქვს და აღარც შნო. რაც მჭირს, ეს ავადმყოფობაა. ეს სენია. და თუ ესაა უკურნებელი, იმედიც იმდენი უნდა იყოს რამდენის გაცრუებასაც შეძლებ და მოასწრებ...

ფანჯრებს მიღმა რაღაც ნათდება. რა არის? რა ლამაზია?... აი ისევ... ვდგები, ფანჯარასთან მივდივარ. მანათობელი გირლიანდებით გაფორმებული მანქანაა. ჩვეულებრივი სედანი, მაგრამ შობა ღამის სიბნელეში როგორი ლამაზია. აიოვას კონგრეგაციონალური ეკლესიის სტიკერებითაა გაფორმებული? კი, კი, ეგაა. სახურავზე განათებული სარეკლამო ეკრანი ადევს და ეკრანზე კი ასე წერია – Those who refresh others will themselves be refreshed“.

ფოტო და ვიდეო

ადგილი

ეზო
ქართული რესტორანი და სოციალური სივრცე თბილისში
ამ ადგილის ყველა ღონისძიება