FOUR2FLOOR და PuLso Project მოხარულია წარმოგიდგინოთ კოლაბორაციული საღამო განსაკუთრებული სტუმრით ბერლინიდან EDE, რომელიც არის Dixon-ის ლეიბლის Innervisions-ის წევრი
⇾ EDE-ს ისტორია ნამდვილად ჰგავს ელექტრონული მუსიკის ზღაპარს.
იგი იმყოფებოდა ბერლინის პანორამა ბარში სადაც მიიღო დიდი ინსპირაცია და მიატოვა წარმატებული კარიერა, სახლი და გადავიდა ბერლინში საცხოვრებლად რათა დაკავებულიყო მხოლოდ მუსიკის წერით და დაკვრით.
EDE-ს პირველი რელიზი გამოვიდა მისი ოცნების ლეიბლზე - Innervisions-ზე და მას შემდეგ აგრძელებს რელიზების სერიებს ბევრ სხვადასხვა პოპულარულ ლეიბლებზე
წლების მანძილზე მან განავითარა თავისი საფირმო ჟღერადობა რომელიც არის ემოციური და პოზიტიური ენერგიით სავსე რაც საცეკვაო სცენაზე ყოველთვის იწვევს მსმენელის აღფრთოვანებას
მის მუსიკამ მოიპოვა დიდი მხარდაჭერა გამორჩეული არტისტებისგან როგორებიც არიან: Dixon, Solomun, Jennifer Cardini, Âme, Sven Väth და მრავალი სხვა
⇾ საღამო გაიხსნება Annatron და ENQ-ის დინამიური B2B-ით. მათი სეტი გაჯერებული იქნება მელოდიური ჰაუსით რაც კარგ განწყობას შექმნის საცეკვაო სცენაზე
⇾ ხოლო დახურვის სეტი ეკუთვნის Electro Junkiee-ს, რომლის მუსიკაც გამოირჩევა ენერგიული მუხტით რაც დილამდე გაუჩერებლად ცეკვას გპირდებათ