GAB RHOME — პირველად საქართველოში 🇨🇦
Burning Man, Tomorrowland, Ibiza — 7 ნოემბერს ამ ისტორიას თბილისიც შეუერთდება.
ECHO EVENTS-ის მოწვევით, შაბათს, KING DAVID-ის სცენაზე პირველად წარსდგება GAB RHOME — კანადელი DJ, პროდიუსერი და ვოკალისტი, რომელიც ემოციას, გამორჩეულ გრუვსა და პერკუსიულ რიტმებს საკუთარ მუსიკალურ ხელწერად აქცევს.
მის სეტებში ჰაუსი და ლათინური გავლენები თავისუფლად ერწყმის ერთმანეთს — დახვეწილი, ენერგიული და მოულოდნელობებით სავსე ჟღერადობით.
მისი მუსიკა გამოცემულია Get Physical, Disco Halal, Club Bad, Anjunadeep და All Day I Dream-ზე, ხოლო საერთაშორისო გამოსვლებს შორისაა Burning Man, Tomorrowland, Heart Ibiza, Space Miami და Brooklyn Mirage.
7 ნოემბერს მის მუსიკას პირველად მოვისმენთ ჩვენს სცენაზე — ქართველ არტისტებთან ერთად, რომლებიც ღამეს საკუთარ ხასიათსა და ენერგიას შემატებენ.
LINEUP
ST.v
NIKA CHIKOVANI
GAB RHOME
LEONIDAS B2B ELECTRO JUNKIE
RERE