აღმოსავლეთ ევროპის პროექტის მართვის ვირტუალური სამიტი 2025 უპრეცედენტო ღონისძიებაა, რომელიც ისტორიაში პირველად აერთიანებს პროექტების მართვის ინსტიტუტის ხუთ წარმომადგენლობას - სომხეთს, საქართველოს, ყაზახეთს, ლიეტუვა და უკრაინას. ეს საერთაშორისო ინიციატივა მიზნად ისახავს პროექტის მართვის ცოდნის გაზიარებას, რეგიონალური თანამშრომლობის ხელშეწყობას და პროფესიული ქსელების გაფართოებას. სამიტი 2025 წლის 19 სექტემბერს,ვირტუალურ ფორმატში შეკრებს ინდუსტრიის ექსპერტებს, AI ინოვაციების სპეციალისტებს და გამოცდილ ლიდერებს, რომლებიც გაგვიზიარებენ პროექტის მართვის თანამედროვე მიდგომებს, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილებას და ლიდერობის უნარების განვითარების მეთოდებს. ღონისძიება შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება ცოდნის გაღრმავებისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღებისთვის.
თარიღი: 19 სექტემბერი, 2025
დრო: 18:00–22:00 (GMT+4)
ადგილობრივი დრო:
● საქართველო: 18:00–22:00 (GMT+4)
● სომხეთი: 18:00–22:00 (GMT+4)
● ყაზახეთი: 19:00–23:00 (GMT+5)
● ლიეტუვა: 17:00–21:00 (GMT+3)
● უკრაინა: 17:00–21:00 (GMT+3)
5 ექსპერტის ხმა, 5 ქვეყანა, 1 ვირტუალური სცენა.
რას უნდა ელოდოთ:
● მისასალმებელი სიტყვები PMI Global-ის სპეციალური სტუმრებისგან
● ხუთი 40 წუთიანი სესია — თითო წარმომადგენელი, თითო ქვეყნიდან
● პრაქტიკული, რეალური მაგალითები გამოცდილი ლიდერებისგან
● ნეთვორქინგი ვირტუალურ სივრცეში
● PDU-ები და ციფრული სერტიფიკატები
ფასები: 10 ლარი PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის წევრებისთვის და
მოხალისეებისთვის / 20 ლარი არაწევრებისთვის
ენა: ინგლისური
რეგისტრაცია: ღიაა 18 სექტემბრამდე
სპიკერები და დღის წესრიგი:
1. ყაზახეთი - Dr. Abilseit Talipbekov - "თეორიიდან ზემოქმედებამდე: PMI სტანდარტების ხელახალი განსაზღვრა რეალური კაპიტალის მართვის მეშვეობით"
2. საქართველო - ქეთევან ნოზაძე - "როგორ აძლიერებს AI-ზე დაფუძნებული Agile თქვენი პროექტების შესაძლებლობებს მაქსიმუმამდე"
3. ლიეტუვა - Olena Stepura - "პირადი ბრენდი ლიდერებისთვის: შთააგონეთ, უხელმძღვანელეთ და წაიყვანეთ გუნდი წარმატებისკენ"
4. უკრაინა - Oleksander Tsapekno - "ომი და სიბრძნე: საკვანძო ლიდერობისა და პროექტების მართვის უნარები კრიზისულ მომენტებში"
5. სომხეთი - Dr. Sergey Tantushyan - "პროექტის ხმა: კომუნიკაციის სტრატეგიულ დონემდე ამაღლება.
*ღონისძიება ჩატარდება ონლაინ, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ შეხვედრის ბმულს თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.