ვიწვევთ ბავშვებს სააღდგომო თემატიკის შემოქმედებით ვორქშოფზე, სადაც თამაშისა და ხელოვნების მეშვეობით ისინი ჩაერთვებიან საინტერესო აქტივობებში.
ვორქშოფის ფარგლებში ბავშვები:
განივითარებენ კრეატიულ უნარებს.
გაიუმჯობესებენ წვრილ მოტორულ უნარებსა და ხელის კოორდინაციას.
განიმტკიცებენ ყურადღებას, კონცენტრაციასა და თვითგამოხატვის უნარს.
გაეცნობიან სააღდგომო ტრადიციებს შემოქმედებითი პროცესის საშუალებით.