აი დადგა ის ნანატრი დრო და მინდა გახაროთ ქართულენოვანი ტურების განახლების ამბავი! ბევრი თქვენგანი მთხოვდა და ელოდა ჩემს და ამ ტურების დაბრუნებას!
ასე რომ გელოდებით, მინდა რომ ჩემებურად დაგანახოთ თბილისი, გაგატაროთ ნაცნობ და უცნობ ქუჩებში, გიამბოთ თბილისის ნაცნობი თუ უცნობი ისტორიები, ურბანული ლეგენდები და საინტერესო ფაქტები, როგორც წარსულიდან ასევე აწმყოდან! ეს არ იქნება ისტორიის მორიგი გაკვეთილი, ვეცდებით რომ იყოს უფრო ხალისიანი და თბილი ტური! მოვინახულებთ ძველი თბილისის ლამაზ სადარბაზოებს, ფერად სახლებს, თბილისურ აივნებასა და ეზოებს, ერთი სიტყვით ვნახავთ როგორც ტურისტულ, ისე უცნობ ადგილებს. თუ გინდათ თბილისი ნახოთ დეტალებში, გადაიღოთ ბევრი კარგი ფოტო, გაიხსენოთ კარგად მივიწყებული ძველი და გაიგოთ ახალიც, მაშინ შემოგვიერთდით!