შვეიცარული სასტუმროს მეტრდოტელმა ახალწლის წვეულებამდე ყველა უნდა დააკმაყოფილოს: არაბი ცოლები, რუსი ბანდიტები, ამერიკელი მილიონერი, პენსიაზე გასული სელებრითები. თითოეულს თავისი პრეფერენციები, შიშები, კაპრიზები და მოთხოვნების სია აქვს.
პოლანსკი, რომელსაც მთელი კარიერის განმავლობაში შავი იუმორის მიმართ განსაკუთრებული სისუსტე ჰქონდა, ამ «ათასწლეულის ბოლო მეჯლისს» გარდაქმნის ბრწყინვალე პაროდიად, რომელიც «სევდის სამკუთხედის» და სასტუმრო «გრანდ ბუდაპეშტის» გზაჯვარედინზე იდგება. თითოეულ გმირს კი ოსტატურად აშიშვლებს. მაგრამ, კარიკატურულ სახეებშიც კი, ჯონ კლიზი, ალექსანდრ პეტროვი, მიკი რურკი და ფანი არდანი ადამიანურად მოწყვლადები და მგრძნობიარენი რჩებიან წვრილმანებში. «სასახლე» შესანიშნავი შეხსენებაა იმისა, რომ ცხოვრება, როგორც ისტორია, ციკლური და ვულგარულია, ხოლო წარსულის დემონებმა კი უბრალოდ უკეთესად ჩაცმა დაიწყეს.