დუეტი კოლოროტის ქალაქური სიმღერების კონცერტი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
დუეტი კოლოროტის ქალაქური სიმღერების კონცერტი

დუეტი კოლოროტის ქალაქური სიმღერების კონცერტი

დუეტი კოლოროტის ქალაქური სიმღერების კონცერტი
Akaki Beliashvili 68, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 50
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში გაიმართება ყველასათვის საყვარელი - დუეტ კოლორიტის ქალაქური სიმღერების საღამო.

თამრიკო რობაქიძე და გულიკო გურგენიძე შემოგვთავაზებენ საუკეთესო ნიმუშებს ძველი თბილისის მუსიკალური მემკვიდრეობიდან – სიმღერებს, რომლებიც სითბოთი, ნოსტალგიითა და ქალაქური ხიბლით იქნება გაჯერებული.

ღონისძიების ფარგლებში შედგება დუეტ კოლორიტის ახალი ალბომის პრეზენტაციაც, რომელიც მოიცავს ნამდვილი თბილისურ სიმღერებს.

ალბომში შესულია კარგად ნაცნობი და ყველასათვის საყვარელი კომპოზიციების დუეტ კოლორიტისეული ინტერპრეტაცია — განსაკუთრებული ჟღერადობითა და შემოქმედებითი ხედვით წარმოდგენილი ძველი თბილისის მელოდიები.

ამ საღამოს განსაკუთრებულობას ქმნის არა მხოლოდ დუეტ კოლორიტის ხმოვანება და შემოქმედებითი სტილი, არამედ აუდიტორიასთან მათი უშუალო ურთიერთობაც – თბილი ატმოსფერო, ლაღი ხასიათი და მოგონებებით სავსე საღამო.

კონცერტს კიდევ უფრო გაამდიდრებს დუეტის მეგობარი მუსიკოსების მონაწილეობაც, რომლებიც სპეციალურად ამ საღამოსთვის შეუერთდებიან მათ სცენაზე.

ეს იქნება მუსიკალური მოგზაურობა თბილისის ძველ უბნებში, იქ, სადაც ჯერ კიდევ ისმის ეზოში გაჟღერებული მელოდიები და გულით ნამღერი სიტყვები.

გიწვევთ, ერთად გავიზიაროთ ქალაქური მელოდიების სილამაზე, ნამდვილი თბილისური განწყობა და დუეტ კოლორიტის ახალი ალბომის პრემიერა.

ფოტო და ვიდეო

დუეტი კოლოროტის ქალაქური სიმღერების კონცერტი

ადგილი

ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზი
2020 წლის 11 იანვარს თბილისში ბელიაშვილის 68-ში ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზი გაიხსნა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების მრავალფუნქციურ შენობაშია განთავსებული. საკონცერტო დარბაზი 400 ადგილზეა გათვლილი. მისი ვესტიბული და საოფისე ნაწილი როგორც საგამოფენო, ასევე კონფერენციებისა და კორპორატიული ღონისძიებების ჩატარების ფართო შესაძლებლობას იძლევა. დარბაზი საქართველოს სახალხო არტისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის ვახტანგ სალარიძის სახელს ატარებს, რომელიც წლების განმავლობაში თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეტრში მოღვაწეობდა. ამ თეატრის არაერთი წარმატება სწორედ ვახტანგ სალარიძის ასხელს უკავშირდება.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება