დუბაის შოკოლადის ვორქშოპი
კულინარიის ოთახი
თამაშობანას დუბაის შოკოლადის ვორქშოპი განსხვავებული, აღმოჩენებით სავსე პროცესია. ვორქშოპი იწყება შოკოლადის საიდუმლოების გახსენებითა და აღმოჩენით. კარგად შევიგრძნობთ მის ჯადოსნურ შესაძლებლობებს და დავიწყებთ დუბაის შოკოლადის დამზადებას. თითოეული მონაწილე აქტიურად იქნება ჩართული ყველა ეტაპში — შექმნიდან დაგემოვნებამდე. ბავშვი აკვირდება და სწავლობს ტექსტურისა და ტემპერატურის კონტროლს, რათა შოკოლადი იყოს როგორც გემრიელი, ასევე ლამაზი. ვორქშოპი ბავშვებისთვის ერთდროულად არის გასართობი, საინტერესო და შემოქმედებითი, ავითარებს კრეატიულობას, ყურადღებასა და გუნდურ მუშაობას. ბოლოს კი, თითოეული ბავშვი სახლში წაიღებს საკუთარი ხელით დამზადებულ დუბაის შოკოლადსა და ტკბილ მოგონებებს.
