ილონა მუშაობს უფროს ოფიციანტად რესტორან „დუბროვნიკში“, თუმცა მფლობელის შეცვლის შემდეგ მას ათავისუფლებენ. სამსახურს კარგავს მისი მეუღლეც — ტრამვაის მძღოლი. ქვეყანაში რეცესიაა, სამუშაო ადგილები ცოტაა... მაგრამ ეს ხომ კაურისმაკია — ამიტომ ეჭვი არ შეგეპაროთ: ყველაფერი კარგად დასრულდება.
ფილმი მიძღვნილია აკი კაურისმაკის საყვარელი მსახიობის — მატტი პელონპიის ხსოვნას, რომელიც 44 წლის ასაკში გარდაიცვალა გადაღებების დაწყებამდე ორი კვირით ადრე. ბავშვის ფოტო, რომელსაც ფილმში ილონა სევდიანად უყურებს, სინამდვილეში მატტის ბავშვობის ფოტოა. გადაღებების დასრულების შემდეგ კაურისმაკიმ და მისმა ძმამ შეიძინეს რესტორანი „დუბროვნიკი“ და იგი არაყის ბარად გადააკეთეს.
ჩვენ ძალიან გვიყვარს კაურისმაკი. გვიყვარს მისი უმცირესი, დახვეწილი იუმორისთვის, ჯიმ ჯარმუშის სტილში (სხვათა შორის, ისინი მეგობრები არიან). ტიპური ფინური სევდა-მელანქოლიისთვის, რომელიც უცნაურად ერწყმის თავდაჯერებულ ოპტიმიზმს. სითბოსა და სიყვარულისთვის ყველას მიმართ — გმირების, მაყურებლისა და მთელი სამყაროს მიმართ, თუნდაც ეს სამყარო ხანდახან ცინიკური და ცივი იყოს.
ფილმს მიღებული აქვს ეკუმენიკური ჟიურის პრიზი და ნომინაცია კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტოზე“.
