აღწერა
20 სექტემბრის, პარასკევის, საღამოს გაქვს ფუფუნება გასცდე ქალაქის ხმაურს და 25 წუთში დაპორტირდე ჯადოსნურ სამყაროში, დატკბე ტყის სურნელით, ფერადად განათებული ხეებით, ხელოვნებით, მუსიკით, ცეკვით, შენი საყვარელი აქტივობებით, საინტერესო ადამიანების სიმრავლით და მრავალი სხვა (იხ. ქვევით)!
აქტივობები [18:00-21:00]: გაქვს შესაძლებლობა ამოირჩიო ის აქტივობები, რომლებიც ყველაზე მეტად გეხმაურებიან (შედის ფესტივალის საფასურში). საღამოს შესანიშნავი დასაწყისია, თუ გინდა მუსიკას დამშვიდებული გონებით შეხვდე!
სთეიჯი [20:00-დან დილამდე]: მუსიკა არის ადაპტირებული ტყესთან და ღია სივრცესთან. ჟანრების მონაცვლეობა არის მრავალფეროვანი: დაუნთემფო, ორგანული ჰაუსი, პროგრესივ ჰაუსი, დიფჰაუსი, მელოდიური და ღრმა ტექნო, დილის ბედნიერი მუსიკა.
18:00-დან დრიმვუდის ტერიტორიას პარალელურ რეჟიმში შეერწყმება გამოფენა-გაყიდვები შესანიშნავი ხელოვანი ადამიანებისა, დარწმუნებული ვართ აქაც ბევრ საინტერესოს ნახავ და სურვილის შემთხვევაში ამ ჯადოსნური ღამის სამახსოვროდაც დაგრჩებათ ბევრი რამ. გამოფენები არიან ორგანულად შერწყმულნი ფესტივალის ზღაპრულ თემატიკასთან, ფერადად განათებულ ხეებთან თუ სხვა ვიზუალურ ანიმაციებთან.