სოფლელი გონებაჩამორჩენილი გოგონა ჯელსომინა იტალიის გზებზე მოგზაურობს უხეში ცირკის ძალოსნის – ძამპანოს – კომპანიაში. თვითონაც არ იცის, რას ნიშნავს ჯელსომინა მისთვის, მაგრამ როცა მიხვდება, შეიძლება უკვე გვიან იყოს.
ფედერიკო ფელინის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ცნობილი ფილმი, რომლის გადაღებაზე არც ერთი პროდიუსერი არ თანხმდებოდა („ეს ლიტერატურაა და არა კინო!“) — და საბოლოოდ, სწორედ ამ ფილმმა მოუტანა დიდება როგორც ფელინის, ისე მისი მეუღლის, ჯულიეტა მაზინას, რომელმაც ჯელსომინას როლი შეასრულა.
ვენეციის კინოფესტივალის ვერცხლის ლომი, „ოსკარი“ როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი და 50-ზე მეტი სხვადასხვა ჯილდო.