DOORS x HEADSHOT BAR
MIDDLE EAST SUNSET ROOFTOP
Headshot Bar, ბათუმი
17 ივლისი
19:00 – 01:00
ასაკობრივი და Face Control: 21+
17 ივლისს DOORS წარმოგიდგენთ განსაკუთრებულ rooftop გამოცდილებას, რომელიც შთაგონებულია ახლო აღმოსავლეთის ესთეტიკითა და ატმოსფეროთი.
ამ საღამოს ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული rooftop სივრცე გადაიქცევა განსაკუთრებულ ლოკაციად, სადაც ერთმანეთს შეხვდება თბილი განათება, აღმოსავლური დეკორი, ელექტრონული მუსიკა და დაუვიწყარი მზის ჩასვლა.
ლოკაცია მდებარეობს ბათუმის აეროპორტის გვერდით, საიდანაც იშლება ზღვის, მზის ჩასვლისა და აფრენილი თვითმფრინავების უნიკალური ხედი, რაც ამ ღონისძიებას სრულიად განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებს.
საღამოს სპეციალური სტუმარი იქნება Ahura (ეგვიპტე). მასთან ერთად დაუკრავენ DOORS Agency-ს დიჯეები: Luelli, Mirror და Under Sanctions, რომლებიც წარმოგიდგენენ House / Tech House / Indie Danceჟანრებს.
სტუმრებს დახვდებათ welcome drink, დახვეწილი ფურშეტი, სპეციალური კოქტეილების მენიუ და კომფორტული rooftop lounge ზონა, რომელიც შექმნილია ზაფხულის დაუვიწყარი საღამოსთვის.
პორტის ქალაქი და შავი ზღვის კურორტი ბათუმი – ქართული რესპუბლიკა აჭარის დედაქალაქია. ბათუმის ბულვარი გადის სანაპიროს, პარკისა და პლაჟის გასწვრივ. 130 მეტრის სიმაღლის ანბანის კოშკზე, რომელზეც ქართული ანბანის ასოებია, მდებარეობს საოცარი ხედების პლატფორმა, საიდანაც ზღვის ხედით დატკბობა შეგიძლიათ. ძველ ქალაქში შეგიძლიათ იხილოთ მე-19 საუკუნის მრავალი რეკონსტრუირებული შენობა. ბათუმის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ბოტანიკური ბაღი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მცენარეებია წარმოდგენილი.