შავი სატირული კომედია, რომელშიც ლეონარდო დიკაპრიო და ჯენიფერ ლოურენსი დედამიწას ასტეროიდისგან ცდილობენ გადაარჩინონ.
აშშ-ის მთავრობა მათ სიტყვებს სერიოზულად არ აღიქვამს, ამიტომ მეცნიერთა წყვილი გადაწყვეტს მოაწყოს მასშტაბური პრეს-ტური, რათა საზოგადოება საფრთხის შესახებ გააფრთხილოს.
გარდა დიკაპრიოსა და ლოურენსისა, ფილმში თამაშობენ მერილ სტრიპი, ჯონა ჰილი, კეიტ ბლანშეტი, ტიმოთი შალამე, მარკ რაილანსი, არიანა გრანდე, რონ პერლმანი და სხვა ცნობილი მსახიობები.
ფილმი მოხვდა აშშ-ის კინოკრიტიკოსთა ეროვნული საბჭოსა და ამერიკის კინოს ინსტიტუტისწლის ტოპ-10 ფილმში და გახდა Netflix-ის ისტორიაში მეორე ყველაზე ნახვადი ფილმი.