ნუღარ გამოხვალ ოთახიდან თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ნუღარ გამოხვალ ოთახიდან

ნუღარ გამოხვალ ოთახიდან

ნუღარ გამოხვალ ოთახიდან
18 Queen Tamar Avenue, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 30
advertising
ქართული

აღწერა

ნუღარ გამოხვალ ოთახიდან - პოლიტიკური ფარსი 5 ეპიზოდად! 

ნუღარ გამოხვალ ოთახიდან,

ოთახი ხომ ახლობელი პენსეაა,

და ეს ნაგავიც სრულიად დაგაკმაყოფილებს, მით უფრო მაშინ, როცა ჩვენს იქით, არც ევროპაა, არც აზია - ჩვენს იქით უიმედობაა და სანამ ჩვენ ვეღარ ვიყიდით პურს და ვეღარ გავაკეთებთ ტყუილ სუპს, ევროპული ოჯახი უარგვყოფს და დავიღუპებით? ახალგაზრდა პოტენციალებს ნეოფეოდალი კაპიტალისტი მონობაში ჩაახრჩობს და აეროპორტის კარებს აატალახებს.

აღარ გამოხვიდე ოთახიდან, ისტერიკას ებრძოლე და მიხვდები, რომ უნდა იყო იდიოტი, რათა გეოგრაფიული ენა გქონდეს და როგორც დილის ხუთზე ნანახი ტუტორიალი თუ როგორ მისცე ჭიკარტს მეტი ფუნქცია, ისეთივე ფუნქციური გახდები და მიხვდები, რომ უნდა იყო იდიოტი, რომ აქ ცხოვრება კიდევ მოგინდეს, როცა ერთადერთი გამოსავალი თვთდასაქმებაა ისიც საკუთარი ქვეყნის გარეთ, როცა ხელფასად ოც ლარზე მეტს ვეღარ აიღებ, როცა შიმშილის საფრთხე რეალურია, როცა განათლება პრივილეგიაა და არა უფლება, როცა თვითგამოხატვა პროპაგანდაა თან მაშინ, როცა ნამდვილი პროპაგანდა რეალობას გვიყალბებს, როცა არტისტები კულტურული შიმშილით კი არა პურის შიმშილით იღუპებიან,

ჰოდა,

ნუღარ გამოხვალ ოთახიდან, 

სანამ არ იმოქმედებ!

- დრამატურგი და რეჟისორი: ქეთევან სამხარაძე 

- მსახიობ-შემსრულებლები: ანკა დიდმანიძე, სალომე ესაძე, ანიკო შურღაია, ლუკა ჩიბუხაია, ნიკა ჯაფარიძე 

ხმა: ზუკა ცუხიშვილი

ქორეოგრაფი: Archprincess

ვიდეოგრაფი: მარიამ გილაშვილი ციფრული 

დიზაინერი: თამარ სამხარაძე 

გრიმიორი: გიორგი კლაინი

სპექტაკლში გამოყენებულია ბაჯო ჯიქიძის & თორნიკე ჯაფიაშვილის, ,,ცისფერი ტრიოს” და მადონას მუსიკა.

ასაკობრივი შეზღუდვა: 14+

ფოტო და ვიდეო

ნუღარ გამოხვალ ოთახიდან

ადგილი

ქალაქის თეატრი
"ქალაქის თეატრი" ახალი დამოუკიდებელი სახელოვნებო სივრცეა, რომლის მთავარი მისიაა იყოს ხალხის ხმა, ისაუბროს დღევანდელ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე ღიად და გახსნილად. გვინდა ხელოვნება ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მოსახლეობის თითოეული წევრისთვის, რადგან მიგვაჩნია, რომ თეატრი მაყურებელს ეკუთვნის! "ქალაქის თეატრი" მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც სპექტაკლების გარდა შესაძლებელია მოეწყოს გამოფენები, პრეზენტაციები, ვორქშოპები და სხვადასხვა ღონისძიებები.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება