არ დამიძახოთ ბებია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
არ დამიძახოთ ბებია

არ დამიძახოთ ბებია

არ დამიძახოთ ბებია
99/1 D.Agmashenebeli avenue
ბილეთის ფასი
დან16
ქართული

განრიგი

08.05.2026
პარასკევი
20:00
18 ₾ - 22
18 ₾ - 22
ვრცლად
09.05.2026
შაბათი
20:00
16 ₾ - 22
16 ₾ - 22
ვრცლად
15.05.2026
პარასკევი
20:00
16 ₾ - 22
16 ₾ - 22
ვრცლად
28.05.2026
ხუთშაბათი
20:00
16 ₾ - 22
16 ₾ - 22
ვრცლად

აღწერა

კომედიური, თბილი და ამავე დროს აქტუალური ამბავი თაობებს შორის გაუგებრობაზე, სიყვარულსა და თანაცხოვრების რთულ ხელოვნებაზე — პიესა „არ დამიძახოთ ბებია“ გვიყვება ქალბატონ თინაზე — დაახლოებით 70 წლის ქვრივზე, ბიბლიოთეკარზე, რომელიც სიგიჟემდეა შეყვარებული წიგნებზე და მთელი ცხოვრება მათ კითხვასა და მოვლას მიუძღვნა. პატარა ტანის, მინიატურული, მუდამ მოწესრიგებული და ექსცენტრული თინა თითქოს არ დადის — „დაფრინავს“, კი არ ლაპარაკობს — „მღერის“ და თავისი უნიკალური სამყაროთი ყველას აოცებს. მის ცხოვრებაში მოულოდნელად იწყება ყველაზე დიდი გამოწვევა — შვილიშვილების მოვლა. თანამედროვე მოზარდები, რომლებიც ცხოვრობენ ტელეფონებისა და სოციალური ქსელების სამყაროში, და ქალი, რომლის რეალობა წიგნებით არის სავსე — მათი შეხვედრა ნამდვილ „კულტურულ შეჯახებად“ იქცევა. წესები, თავისუფლება, სიყვარული, პასუხისმგებლობა — ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. თუმცა იუმორით, კონფლიქტებითა და გულწრფელი დიალოგებით ეს ისტორია ნელ-ნელა იქცევა თბილ ამბად ურთიერთგაგებაზე. ეს არის სპექტაკლი თაობებს შორის განსხვავებებზე, ბებია-შვილიშვილების ურთიერთობაზე და იმაზე, რომ ზოგჯერ „ბებია“ შეიძლება აღმოჩნდეს ყველაზე თანამედროვე ადამიანი.
 

ფოტო და ვიდეო

არ დამიძახოთ ბებია

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება