" სახლი ღრუბლებში" 12+
რევაზ ნაჭყებიას პიესის მიხედვით
რეჟისორი - პეტრე ჩარგეიშვილი
მხატვარი - ლუკა ბესელია
კომპოზიტორი - ბადრი ბაგრატიონ - გრუზინსკი
რეჟისორის თანაშემწე - ნატალია ღლონტი
სოლისტი - ანასტასია ჩარგეიშვილი
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი : შალიკო ხუჯაძე - ნოდარი ძიძიგური ; დემური - ზურაბ გორგილაძე;
ანოტაცია:
"სახლი ღრუბლებში" ავტორმა, რევაზ ნაჭყებიამ ჟანრულად ტრადიკომედია განსაზღვრა; თუმცა, უნდა ითქვას, რომ ზემოთ ხსენებული პიესა დიდი დოზით შეიცავს დრამატულ პასაჟებს. მამა-შვილის ისტორია. მამა ავადაა,შვილი ცდილობს მამის დაავადებას უწამლოს, ეს კი თამაშის გარკვეულ წესს ითხოვს მისგან. ამ დრამატურგიულ ღერძზეა აგებული პიესა, რომელმაც დამდგმელი რეჟისორი, პეტრე ჩარგეიშვილი დააინტერესა. დასამახსოვრებელ სამსახიობო დუეტს ველით სპექტაკლისგანაც, რადგან მამა- შვილის მხატვრული გააზრება ბევრ სცენურ ვარიაციას გვთავაზობს.
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 1952 წელს გაიხსნა და არის უძველესი დრამატული თეატრი აჭარაში, რომელიც მდებარეობს ბათუმის ცენტრში.