იუჯინ ონილი
„ცხოვრება ნელ - ნელა გვცვლის! სანამ გონს მოვეგებით სულ სხვა ადამიანად ვიქცევით…“
თარგმანი - გოდერძი რუხაძე
ინსცენირების ავტორი და რეჟისორი - დიმიტრი ტროიანოვსკი
მხატვარი - ავთო მოდებაძე
მუსიკალური გაფორმება - დიმიტრი ტროიანოვსკი / ანი მურღულია
ქორეოგრაფი - თიკო ქოიავა
ტექნიკური რეჟისორი - ელა კაზარიანი
მოქმედი პირები:
მერი ტაირონი - ნინელი ჭანკვეტაძე
ჯეიმს ტაირონი - პაატა ბარათაშვილი
ჯეიმი ტაირონი - ბექა ჯუმუტია
ედმუნდ ტაირონი - ლუკა ჩიბუხაია
იუჯინ ო’ნილის ეს ცნობილი პიესა ტაირონების ოჯახის ცხოვრების ერთი გრძელი დღის ამბავს გვიჩვენებს. უაღესად პირადულ და ამაღელვებელ სცენებში ერთმანეთში იხლართება სიყვარული და სიძულვილი, სიმართლე და ტყუილი, დიდი ტკივილი და თავისუფლების წყურვილი.
ჩვენი სპექტაკლი სვამს კითხვებს: რა ანადგურებს ოჯახს? რატომ ხდება რომ სახლი ციხედ იქცევა? შეგვიძლია თუ არა არსებობა ოჯახური ურთიერთობების გარეშე?
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მხარდამჭერი - კომპანია „მაგთიკომი“.
საინფორმაციო მხარდაჭერა - რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.
მეტი ინფორმაციისათვის თეატრის შესახებ, ეწვიეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდს www.tumanishvilitheatre.ge