შაბათს, 11 ოქტომბერს, ველით ყველა ძაღლის პატრონს, ძაღლსა და უბრალოდ ოთხფეხა მეგობრების მოყვარულს ჩვენს ფესტივალზე!
Dogfest — ეს არის შესაძლებლობა შესანიშნავად გაატაროთ დრო თქვენს ძაღლთან ერთად, გაიცნოთ სხვებიც, დაამყაროთ მეგობრობა და იგრძნოთ თავი კარგ ადამიანად — რადგან ფესტივალზე შეგროვილი თანხა გადაეცემა საქველმოქმედო მიზნებს.
ფესტივალზე გელოდებათ ლექციები, კონსულტაციები და სემინარები ექსპერტებისგან, მარკეტი, გემრიელი საჭმელები, საოცარი თამაშები პრიზებით, მხატვრების მიერ ცოცხალი სკეჩები და ხატვის კონკურსი.
და, რა თქმა უნდა, მუსიკალური ჩილი ეზოში, სადაც შეგიძლიათ უბრალოდ დატკბეთ ფუმფულა (და არც ისე ფუმფულა) მეგობრების კომპანიით.