დოკუმენტური წყაროები ოკუპაციისა და ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა შესახებ საქართველოში, 1921–1991: შეზღუდული წვდომიდან სრულ საიდუმლოებამდე“
— ლექცია ისტორიკოსის ირაკლი ხვადაგიანისგან
ლექციაზე ისტორიკოსი ისაუბრებს, რა დოკუმენტური კვალი შემორჩა მასობრივი პოლიტიკური ტერორის შესახებ საქართველოში საბჭოთა ოკუპაციისა და ტოტალიტარიზმის პერიოდში — და რა ბედი ეწიათ მის მსხვერპლებს.
საუბარი შეეხება იმ საკითხებს, სად ინახებოდა ეს წყაროები, რამდენად ხელმისაწვდომი იყო ისინი მკვლევრებისთვისა და მოქალაქეებისთვის ბოლო 36 წლის განმავლობაში და რა ვითარებაა დღეს — შეიძლება თუ არა დღეს რეპრესირებულთა კვალის პოვნა.
ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი, PhD (ილიას უნივერსიტეტი), მკვლევარი და საბჭოთა წარსულის შესწავლის ლაბორატორიის (SovLab) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
