მკის დღეები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
მკის დღეები

მკის დღეები

მკის დღეები
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან 15
advertising
ინგლისური, რუსული

აღწერა

ორი შეყვარებული მოსავლის განსაკუთრებულად უხვი სეზონის დროს დაქირავებულ მუშებად ეწყობიან ფერმაში. ზედმეტი კითხვების თავიდან ასაცილებლად, ისინი თავს ძმასა და დაიკოდ ასაღებენ. თუმცა, როდესაც ფერმის მდიდარ მეპატრონეს გოგონა შეუყვარდება, წყვილი გადაწყვეტს მის წინააღმდეგ სახიფათო და დაუნდობელი აფიორის ჩატარებას.

მოსავლის მინდვრების ჰაერში მოქანავე ტალღები, მრავალშრიანი კადრები, ფრთხილად შერჩეული ფერების პალიტრა და ნელი, საგულდაგულოდ ნაფიქრი გადაღება მზის ჩასვლის შუქზე – სწორედ ასე წარმოიდგინა თავისი ფილმი ტერენს მალიკმა, სანამ მომდევნო ოცი წლის განმავლობაში დუმილს აირჩევდა.

Days of Heaven-ის გადაღებები ძალიან ნელა მიმდინარეობდა, რადგან ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი გახდა განსაკუთრებული ოქროსფერი შუქი, რომელსაც მხოლოდ მზის ჩასვლის წინა წუთებში (ფოტოგრაფებისთვის კარგად ნაცნობი magic hour!) შეიძლება დაიჭირო.

კადრების საერთო სურათულობა აშკარად აჩვენებს, რომ მალიკმა და ოპერატორმა ნესტორ ალმენდროსმა არა მხოლოდ ფილმი გადაიღეს, არამედ ნამდვილი ფერწერული ტილო შექმნეს, შთაგონებულნი ამერიკელი რეგიონალისტებისა და პრეციზიონისტების ხელოვნებით, XX საუკუნის დასაწყისიდან.

ფოტო და ვიდეო

მკის დღეები

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება