დივერტისმენტი ორი პიანოფორტესთვის თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
დივერტისმენტი ორი პიანოფორტესთვის

დივერტისმენტი ორი პიანოფორტესთვის

დივერტისმენტი ორი პიანოფორტესთვის
17 Rustaveli avenue
ბილეთის ფასი
დან30 ₾
ქართული

განრიგი

17.11.2026
სამშაბათი
19:30
30 ₾ - 60 ₾
30 ₾ - 60 ₾
ვრცლად

აღწერა

კონცერტი, სახელწოდებით „დივერტისმენტი ორი პიანოფორტესთვის“, მსმენელს განსაკუთრებულ მუსიკალურ გამოცდილებას სთავაზობს უნიკალური ისტორიული ინსტრუმენტების თანხლებით.


საღამოზე პირველად საქართველოში გაჟღერდება იოჰან ანდრეას შტაინის (Stein) პიანოფორტე — საკლავირო ევოლუციის უმნიშვნელოვანესი ნიმუში, რომელსაც საზოგადოებას თავად ოსტატი წარუდგენს. კონცერტზე ასევე მოისმენთ ანტონ ვალტერის პიანოფორტეს.


მუსიკოსები, მარიამ ჭინჭარაული და ოლგა პაშჩენკო, ამ გამორჩეულ ინსტრუმენტებზე შეასრულებენ დ. სკარლატის, კ. ფ. ე. ბახის, ი. ჰაიდნის, ვ. ა. მოცარტის, ლ. ვან ბეთჰოვენის, ფ. შუბერტისა და ელენ დე მონჟერულის ნაწარმოებებს.


პროგრამა


I

მარიამ ჭინჭარაული


შტაინის პიანოფორტე


Domenico Scarlatti (1685–1757)

Keyboard Sonata in C major, K. 159


Carl Philipp Emanuel Bach (1714–1788)

Rondo in C minor, Wq. 59/4


Joseph Haydn (1732–1809)

Piano Sonata in B minor, Hob. XVI:32


Wolfgang Amadeus Mozart (1756–1791)

Fantasia in D minor, K. 397


Ludwig van Beethoven (1770–1827)

Six variations in G major, WoO 77


ვალტერის პიანოფორტე


Hélène de Montgeroult (1764–1836) Georgian Premier

Piano Sonata in f minor, Op. 5 No. 2


II

ოლგა პაშჩენკო

მარიამ ჭინჭარაული


Wolfgang Amadeus Mozart

Larghetto and Allegro in E-flat major, K.681 completed by Robert Levin


Franz Schubert

Divertissement à la hongroise in G minor, Op. 54, D. 818


Andante, Marcia: Andante con moto, Allegretto

ფოტო და ვიდეო

დივერტისმენტი ორი პიანოფორტესთვის

ადგილი

რუსთაველის ეროვნული თეატრი
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია ჭავჭავაძე. 1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა. ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა. დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება