ბაზარში ჭურჭლისა და სახლის აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა იწყება!
25,26 და 27 ივლისს 12:00 დან 21:00 საათამდე, ბაზრის სტუმრები ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან ჩამოტანილ საინტერესო ნივთებს შეხვდებიან.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება კერამიკის სტუდია ,,პოტარეას’’ნივთები და რაც მთავარია, კომპანიის დამფუძნებელი - ნათია ზამთარაძე ღონისძიების ფარგლებში, პარასკევს 18:00 საათზე, მასტერკლასს გამართავს.
*მასტერკლასზე დასწრება თავისუფალია.