14 თებერვალს, 17:00 საათზე გამომცემლობა „ინტელექტი“ და „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ (ბახტრიონის #11ბ) გიწვევთ შოთა იათაშვილის ახალი წიგნის „ბედნიერება“ განხილვაზე.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართება.
მონაწილეები: როსტომ ჩხეიძე, დავით ქართველიშვილი, პაატა შამუგია.
მოდერატორი: გვანცა შუბითიძე.
„ამ რომანს არ ჰყავს მთავარი გმირი, მაგრამ ჰყავს ასზე მეტი პერსონაჟი: ქალაქის ერთი კორპუსის ბინადარნი და ის ადამიანები, რომლებიც მათთან ურთიერთობენ. ამ პერსონაჟებს სხვადასხვანაირად ესმით ბედნიერება, თავისებურად ესწრაფვიან მას, მათგან ზოგიერთს დაკარგულიც კი აქვს ბედნიერების მიღწევის იმედი და სევდიანად ფიქრობს მასზე, როგორც რაღაც მიუწვდომელზე... ენდეთ სიტყვებს და არა პერსონაჟთა ქმედებებს. ესაა ამ შემთხვევაში ესთეტიკური გაბედნიერების ჯანსაღი გზა“. დავით ქართველიშვილი
დანარჩენზე ვისაუბროთ განხილვაზე. გელოდებით.
