31 მაისს შატო მუხრანის სასახლის რესტორან „ფლორა გეორგიკაში“ ექსკლუზიური Pop-Up Dinner გაიმართება.
საღამოს ფარგლებში, Michelin Guide-ის რეკომენდაციებში შესული ჰოლანდიელი შეფ-მზარეული რუდოლფ ვან ნუნენი, Sans Restaurant Istanbul-იდან და შატო მუხრანის შეფი ალექსანდრე ტატიშვილი სტუმრებს ექსკლუზიურ 6-კერძიან მენიუს წარუდგენენ, რომელიც შატო მუხრანის გამორჩეულ ღვინოებთან იქნება შეხამებული.
რუდოლფ ვან ნუნენი ცნობილია თანამედროვე ევროპული სამზარეულოს დახვეწილი ხედვით, საერთაშორისო კულინარიული გამოცდილებითა და ელეგანტური, კრეატიული ხელწერით, რომელიც აერთიანებს სიზუსტეს, ინოვაციასა და სეზონურ ინსპირაციას.
📍 სასახლის რესტორანი „ფლორა გეორგიკა“, შატო მუხრანი
31 მაისი, კვირა | 18:00
ფასი ერთ პერსონაზე: 180 ₾
დამატებითი ინფორმაციისთვის:
📩 1878@mukhrani.com
📞 +995 595 99 13 14 / 15