ქართველი ქალი ამერიკაში მომვლელად არის ჩასული და წარმოშობით ირლანდიელ მილიონერთან მერი მაკგრეგორთან მსახურობს. მილიონერი ქალბატონი პარალიზებულია ვერ ლაპარაკობს და არ ესმის. ქართველი მომვლელის გარდა მას ემსახურება ებრაელი ემიგრანტი მევიოლინე ბათუმიდან და ამერიკელი მასაჟისტი. დრამატურგიული ქარგა ყველასთვის მოულოდნელად ვითარდება მეორე აქტში. საბოლოო ჯამში - ოთხივე საქართველოში ბრუნდება.