სამუშაო შეხვედრა, 13 თებერვალს, სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში გაიმართება. დასწრება თავისუფალია. ღონისძიების ორგანიზატორია თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი.
პროექტი ხორციელდება კომპანია SMEC-ის მიერ აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
დიღმის ჭალების ტყის გულშემატკივრებს, მედიას, გარემოსდამცველებს, ურბანისტებს, ყველა დაინტერესებულ მხარეს გიწვევთ "დიღმის ჭალების ტყის აღდგენის სტრატეგიის შემუშავების" პროექტის სამუშაო შეხვედრაზე.
ბიზნეს სასტუმრო Holiday Inn® Tbilisi კონფერენც-დარბაზებით, გამაჯანსაღებელი კლუბით და რესტორნით, მდებარეობს ცენტრალურ გმირთა მოედანთან და თბილისის რკინიგზის სადგურთან.