პანდორას ყუთი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
პანდორას ყუთი

პანდორას ყუთი

პანდორას ყუთი
16, მ. ზანდუკელის ქ.
advertising
ინგლისური, ქართული

აღწერა

უამინდობის გამო, 16 ივლისს მოგვიწია კინოჩვენების შეწყვეტა. ღონისძიება განმეორებით ჩატარდება 25 ივლისს, 21:00 საათზე. "ცისფერი ანგელოზის" ჩვენება კი 30 ივლისს გაიმართება.

პანდორას ყუთი/Die Büchse der Pandora (1929), მუსიკალური გაფორმება: ნინო ჟვანია
ზაფხულის კინოჩვენებები მუსიკის თანხლებით 

25 ივლისი | 21:00 საათზე
 საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ეზო

დასწრება თავისუფალია.

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი წარმოგიდგენთ კინოპროგრამას ღია ცის ქვეშ, რომლის ფარგლებში ნაჩვენები იქნება სამი გამორჩეული ფილმი ვაიმარის რესპუბლიკის გვიანდელი პერიოდის კინემატოგრაფიიდან.

„პანდორას ყუთის“ გეორგ ვილჰელმ პაბსტისეული ეკრანიზაცია (1929) ამ პერიოდის ერთ-ერთი შთამბეჭდავი კინონამუშევარია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლუიზ ბრუქსის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული ლულუს როლი - ქალის, რომელიც საკუთარი სილამაზითა და მაცდუნებელი ძალით კაცებს ცხოვრებას უნადგურებს. რეჟისორს შესანიშნავად გამოსდის ადამიანის ბნელი მხარეებისა და მისი მორალური დეგრადაციის წარმოჩენა. ფილმი იმ ეპოქის კინოს სოციალური კრიტიკის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს.

სპეციალურად ამ ღონისძიებისა და ფილმისთვის "პანდორას ყუთი" მუსიკალური კონცეფცია შეიქმნა და ცოცხლად შესრულდება ნინო ჟვანიას მიერ.

გელოდებით 25 ივლისს, 21:00 საათიდან ჩვენს ეზოში!

ფოტო და ვიდეო

პანდორას ყუთი

ადგილი

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი
ენა. კულტურა. გერმანია. ჩვენ ხელს ვუწყობთ გერმანული ენის ცოდნას საქართველოში და ვინარჩუნებთ საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობას.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება