დიალოგი სამ ხმაში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
დიალოგი სამ ხმაში

დიალოგი სამ ხმაში

დიალოგი სამ ხმაში
8, Griboedov street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან15 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

25.12.2026
პარასკევი
19:30
15 ₾ - 60 ₾
15 ₾ - 60 ₾
ვრცლად

აღწერა

2026 წლის 25 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დაზრბაზში, გაიმართება სამი გამორჩეული ქართველი არტისტის ერთობლივი კონცერტი. ღონისძიებაში მონაწილეობენ: მეცო-სოპრანო ნატალია ქუთათელაძე, სოპრანო მარიამ როინიშვილი და პიანისტი სანდრო გეგეჭკორი. კონცერტი ჩატარდება ორ განყოფილებად. პირველ განყოფილებაში შესრულდება სოლო, საფორტეპიანო ნაწარმოებები, ხოლო, მეორე განყოფილებაში ვოკალ-ინსტრუმენტული ციკლები. პროგრამაშია ბეთჰოვენის, ლისტის, შუმანის, ბრამსის, დვორჟაკისა და პროკოფიევის ნაწარმოებები. ღონისძიება მოიცავს დიდი კომპოზიტორების, სხვადასხვა პერიოდში შექმნილ შედევრებს. 


კონცერტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო, “ავერსი-ფარმა”, “შემოქმედებითი საქართველო”, და “ჯიმშერი - პირველი ქართული ვისკი“.

ფოტო და ვიდეო

დიალოგი სამ ხმაში

ადგილი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია — საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება