DGFI 2026 | ციფრული ფინანსების კონფერენცია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
DGFI 2026 | ციფრული ფინანსების კონფერენცია

DGFI 2026 | ციფრული ფინანსების კონფერენცია

DGFI 2026 | ციფრული ფინანსების კონფერენცია
ჭავჭავაძის გამზ. 37მ
ბილეთის ფასი
დან300
ქართული

განრიგი

30.10.2026
პარასკევი
09:00
300 ₾ - 600
300 ₾ - 600
ვრცლად
31.10.2026
შაბათი
09:00
300 ₾ - 600
300 ₾ - 600
ვრცლად

აღწერა

Where capital meets opportunity.

 

DGFI 2026 წარმოადგენს ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც უკვე მეხუთე წელია, ციფრული ფინანსების გარშემო აერთიანებს ფინანსურ ინსტიტუტებს, რეგულატორებს, ტექნოლოგიურ კომპანიებს, ინვესტორებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან და სხვა საერთაშორისო ბაზრებიდან.

 

ციფრული ფინანსები ახალ ეტაპზე გადადის. სტეიბლკოინები, ტოკენიზებული აქტივები, თანამედროვე გადახდის სისტემები და ციფრული ფინანსური ინფრასტრუქტურა თანდათან სცდება ექსპერიმენტულ ფორმატს და ფინანსური ბაზრების რეალურ ნაწილად იქცევა.

 

ამ ცვლილებების პარალელურად, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები განსაზღვრავენ ახალ მარეგულირებელ ჩარჩოებს, იკვლევენ კაპიტალის მოძრაობის თანამედროვე მოდელებს და ქმნიან ინფრასტრუქტურას, რომელზეც ფინანსური სისტემის შემდეგი ეტაპი აშენდება.

 

DGFI 2026 ქმნის სივრცეს პრაქტიკული გამოცდილების გასაზიარებლად, რეალური გამოყენების მაგალითების განსახილველად და იმ სტრატეგიული პარტნიორობების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც რეგიონის ფინანსურ მომავალს განსაზღვრავს.

 

კონფერენცია აკავშირებს პოლიტიკას, ტექნოლოგიასა და კაპიტალს — და აძლიერებს თბილისის როლს, როგორც ციფრული ფინანსების რეგიონულ შეხვედრის წერტილს კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის.

 

ვინ იქნება აუდიტორიაში

• ცენტრალური ბანკები, რეგულატორები და საჯარო სექტორის წარმომადგენლები

• ბანკები, გადახდის სისტემები და ფინანსური ინსტიტუტები

• ფინტექ, ბლოკჩეინ და ციფრული აქტივების კომპანიები

• საინვესტიციო ფონდები, ინვესტორები და კაპიტალის ბაზრის მონაწილეები

• ტექნოლოგიური და ფინანსური ინფრასტრუქტურის პროვაიდერები

• დამფუძნებლები, ბიზნეს ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები

• იურიდიული, კომპლაიენსისა და საკონსულტაციო კომპანიები

 

რას უნდა ველოდოთ

DGFI 2026 მოიცავს ორდღიან საერთაშორისო პროგრამას, რომელიც აერთიანებს:

• საერთაშორისო სპიკერების keynote გამოსვლებს

• რეგულატორების, ფინანსური ინსტიტუტებისა და ინდუსტრიის ლიდერების fireside დისკუსიებს

• პანელურ სესიებს რეგულაციის, გადახდების, სტეიბლკოინების, ტოკენიზაციისა და ფინანსური ინფრასტრუქტურის შესახებ

• დისკუსიებს კაპიტალის, ინვესტიციებისა და რეგიონული ბაზრის შესაძლებლობებზე

• მაღალი დონის ნეთვორქინგსა და სტრატეგიულ შეხვედრებს

 

ფორმატი ორიენტირებულია პრაქტიკულ ცოდნაზე, ინსტიტუციურ დიალოგსა და რეალური ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებაზე-იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ფინანსური სისტემის მომავალს უშუალოდ ქმნიან.

 

ორგანიზატორის შესახებ

DGFI Conference წარმოადგენს ციფრული ფინანსების რეგიონულ პლატფორმას, რომელიც აკავშირებს ფინანსურ ინსტიტუტებს, რეგულატორებს, ტექნოლოგიურ კომპანიებს, ინვესტორებსა და ინოვატორებს.

 

ინსტიტუციური ღონისძიებებისა და საერთაშორისო კონფერენციების მეშვეობით DGFI ქმნის გარემოს, სადაც ფინანსური პოლიტიკა, თანამედროვე ტექნოლოგია და კაპიტალი რეალური შესაძლებლობების გარშემო ერთიანდება.

 

ბილეთები:

 

Regular Pass (2-დღიანი ბილეთი) - 300₾

• ორდღიან კონფერენციაზე დასწრება

• ყველა მთავარი მოხსენება

• ყველა პანელური დისკუსია

• საგამოფენო და ინოვაციების ზონა

• ნეთვორქინგის სივრცე

 

VIP Pass - (2-დღიანი ბილეთი) - 600₾

• სპეციალური VIP რეგისტრაცია

• პრემიუმ კატეგორიის დაჯავშნილი ადგილები

• VIP ლაუნჯზე წვდომა

• მისასალმებელი მიღება

• DGFI-ის ოფიციალური After Party

• სესიების შემდეგ სპიკერებთან პრიორიტეტული წვდომა

• შერჩეულ დელეგატებთან ორგანიზებული გაცნობა

• უფასო გამაგრილებელი სასმელები VIP ლაუნჯში

• პრიორიტეტული მხარდაჭერა კონფერენციამდე და კონფერენციის მიმდინარეობისას

 

ასაკობრივი შეზღუდვა: 16+

 

პარასკევი- შაბათი, 30 - 31 ოქტომბერი, 2026

კარის გახსნა: 09:00

 

Pullman Tbilisi, Axis Towers

ილია ჭავჭავაძის გამზირი 37M, თბილისი

 

DGFI - Where capital meets opportunity.

ფოტო და ვიდეო

DGFI 2026 | ციფრული ფინანსების კონფერენცია

ადგილი

Pullman Tbilisi Axis Towers
მულტიფუნქციური კომპლექსი ქალაქის ცენტრში, ვაკეს რაიონში (გალაკტიონ ტაბიძის ძეგლის მიმდებარედ)
ამ ადგილის ყველა ღონისძიება